მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეიდან აქციები იწყება - სამოქაქლაქო პლატფორმა პირველად ორბელიანის სასახლესთან, 14:00 საათზე შეიკრიბება. მოქალქეები სალომე ზურაბიშვილს შეახსენებენ, რომ საქმოქალაქო დაპირისპირებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების ბერკეტი მის ხელშია.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეროვნული შერიგების მისაღწევად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. მათი თქმით, შერიგება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ვერ მოხერხდება.
არსებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წევრები სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრასაც მოითხოვენ.