პროტესტი 119-ე სკოლაში - პედაგოგები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეცვლას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

119 -ე საჯარო სკოლის პედაგოგები ახლად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემარულებელს უნდობლობას უცხადებენ და უპირისპირდებიან. მათი თქმით, გულნაზი ლაზვიაშვილის დირექტორად დანიშვნის ერთადერთი მიზეზი "ქართულ ოცნებასთან" მისი კავშირებია.

პედაგოგები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ისევ თეა ბრეგვაძეს არ დააბრუნებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

"ეს მოხდა არჩევნებამდე 2 დღით ადრე, სრულიად მოულოდნელად გავიგეთ, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, იმის შემდეგ, ყოველ დღე თითქმის, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ბრძოლა, შეგვქონდა განცხადებები ცალკე სამინისტროში, ცალკე რესურს ცენტრში, ცალკე კოლექტიურად, ცალკე სათითაო წარმომადგენლები, მაგრამ ყურად არ იღეს, დღემდე ველოდებით პასუხს. არასდროს დაუმალია თეა ბრეგვაძეს, რომ ის იყო ენმ-ს წარმომადგენელი, მაგრამ ის თავის აზრს არავის ახვევდა", - ამბობს მასწავლებელი ირმა გოგოლაძე. 

მასწავლებელ მაია შეიზაშვილის თქმით, ელოდებიან კანდიდატს, რომელიც კონკურსგავლილი იქნება და რომლის არჩევის საშუალება სამეურნეო საბჭოს ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი