იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება აღსრულდება და არ გასაჩივრდება - ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე დადებითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, რომელმაც პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი კადრების წაშლა დაავალა.

ის იმედს იტოვებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ და აღასრულებენ:

"ჩანაწერები რომლებიც გავრცელდა წარმოადგენდა პატიმრის პირადი უფლების დარღვევის მაგალითებს, სხვადასხვა შემთხვევებზე იყო საუბარი, ეს შეეხებოდა ეტაპირებას, ასევე იმ კადრებს რომელიც დაკავშირებული იყო საკვები დანამატების მიღებასთან, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეფასება გაკეთებული გვაქვს და მიგვაჩნდა, რომ ეს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების დარღვევას. ძალიან გვიხარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მათ ამგვარად შეაფასეს საკითხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება და არ მოხდება შემდგომ შეუსრულებლობა, ან გასაჩივრება", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი