საერთაშორისო პარტნიორების ტონი ყოველდღიურად უფრო ხისტი ხდება - ოპოზიცია გამოსავალს საყოველთაო კონსოლიდაციაში ხედავს

გამოქვეყნდა:

მწვავე განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისგან - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დასავლეთისგან ხისტი შეფასებები საქართველოს მთავრობასთან საუბრის ყველა რესურსის ამოწურვას მოჰყვა.

შეერთებული შტატებისგან კრიტიკის ასეთი ნიაღვარი საქართველოს არასოდეს მიუღია. საქრთველოს მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად თბილსიში  არ იმყოფება ვერ იხსენებს ქვეყნის ისტორიაში მომენტს, როდესაც საქართველოს თავისი მოკავშირეებისთვის იმედი იმდენად გაეცრუებინოს, რომ ქვეყანა უკვე პუტინის მოკავშირედ დაესახელებინოთ. მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ გიორგი მარგველაშვილი მთელ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას საყოველთაო კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. 

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველომ, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზას ადგა, ვიზა ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობაც კი მიიღო, მაგრამ უღალატა დასავლურ პრინციპებს, რადგან ყველაზე არაკომპეტენტური და პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია.

„ქართული ოცნების“ იმიჯის გადარჩენა დღეს ირაკლი კობახიძემ სცადა. პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც კონგრესმენების პირველი უმკაცრესი წერილის შემდეგ ჩავიდა ვაშინგტონში, ახალი კიდევ უფრო კრიტიკული დოკუმენტით უკმაყოფილებას არ მალავდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 4 კონგრესმენის წერილში ფაქტები დამახინჯებულია. 

ძალიან მძიმე პასუხის პასუხი, რომელიც გიორგი გახარიამ 4 კონგრესმენისგან მიიღო, რეალურად ბიძინა ივანიშვილისთვის იყო განკუთვნილი. პარტნიორები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ მათ ყველაფერი იციან და „ოცნების“ დეპუტატების მტკიცების მიუხედავად, კონგრესის ორივე პარტიას დეტალური ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ დასავლური განვითარების კურსსაც გადაუხვია და ვექტორი ჩრდილოეთისკენ იცვალა.

კონგრესმენების წერილში ღიად ეწერა, რომ ანაკლიის პროექტის ჩაგდება, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების შემოდინებას უშლის ხელს. ამიტომ ოპონენტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას არ აქვს ფუფუნება უარი თქვას დემოკრატიაზე, თავისუფალ სასამართლოზე და პუტინის დასაყრდენად იქცეს რეგიონში, რადგან ამით ეკონომიკა დაზარალდება და ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება.

„ოცნების“ დეპუტატები კომკავშირელებს დაემსგავსნენ, რომლებიც კომუნისტური ეპოქის დროს ამერიკელებს იმპერიალისტებად მოიხსენიებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი