"მოინანიებს თუ არა", ზარქუასთვის მიხეილ სააკაშვილი "ისეთად დარჩება, როგორიც არის"

გამოქვეყნდა:

"მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი" - აცხადებს ირაკლი ზარქუა, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი "ისეთად დარჩება, როგორიც არის".

მისივე თქმით - "თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია". ზარქუა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში არა მრავალრიცხოვანი, არამედ "ასკაციანი რაზმები დარბიან".

"მიხეილ სააკაშვილი ჩემს მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში ჩართული იყო, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, საკუთარი დაკვეთით დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის", - ამბობს ზარქუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი