
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კრიტიკულ მედიას ისევ თავს ესხმის. ამჯერად წულუკიანმა "TV პირველის" ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელმაც ჰკითხა, რატომ არ უშვებენ უწყების ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და რატომ არ აძლევენ კითხვების დასმის შესაძლებლობას.
"თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!" - მიმართა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს.
ცნობისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტროში ბრიფინგს დღეს მხოლოდ სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამავე თემაზე:
თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა