დმანისის საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრს, რამიზ რამაზანოვს თანაგუნდელები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.
ისინი ამბობენ, რომ სუს-მა მათი თანაგუნდელი გაიტაცა.
დმანისის საკრებულოში ოპოზიციისა და ქართლი ოცნების წარმომადგენლებს 15-15 წევრი ჰყავთ. მომდევნო სხდომა პარასკევსაა ჩანიშნული. პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, თუ ამჯერადაც იგივე მოხდა, რეგიონში ახალი არჩევნები დაინიშნება.
ოპოზიციის თქმით, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება დმანისში ყველაფერზე მიდის. მათ შორის ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მუქარაზე.
"თვითონ მითხრა, რომ ისეთ მდგომარეობაში, ვარ ან უნდა შევიდე, ან თავი მოვიკლაო, ამის მერე კონტაქტი შეწყდა" - ამბობს რამაზანოვის თანაგუნდელი
რამიზ რამაზანოვი დმანისის სკოლის დირექტორიც იყო და ერთი კვირის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ფაქტსაც ზეწოლას უკავშირებენ.