უტიფრები, კორუმპირებულები, დესტრუქციულები - კალაძემ ოპოზიცია ამჯერად Facebook- ლაივით ლანძღა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ოპოზიციის ლანძღვა რაც ვერ დაასრულა, ფეისბუქ ლაივშიც გააგრძელა. 12 წუთიან მიმართვაში მერმა უმეტესი დრო ოპონენტებს დაუთმო და თქვა ის, რაც გუშინ საკრებულოს სხდომაზე ვერ თქვა, ან ისე ვერ თქვა, როგორც უნდოდა. 

თბილისს მერმა ოპონენტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დესტრქუციაში, ცილისწამებაში, შეურაცხყოფასა და კორუფციაში, რა ბრალდებასაც უკვე წლებია მერს და მის გარემოცვას თავად ოპოზიცია უყენებს. 

კორუფცია იყო სწორედ ის საკითხი, რაზეც საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის დასმულმა კითხვებმა კახა კალაძე გააღიზიანა.

კახა კალაძის გუშინდელი გამოსვლა არ მოეწონათ თბილისის მოქალაქეებს. მას რიტორიკას და ლექსიკას უწუნებენ და ურჩევენ თანამდებობისთვის შესაფერისად მოიქცეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი