საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-მა უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ მუჟავადან ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს და გალის იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის აიყვანეს.
გატაცებულები არიან ბიძაშვილები მათე და მიხეილ ლამანძიები, რომლებიც მეზობელთან, ბაჩანა კვირკვიასთანმ ერთად ჯართს აგროვებდნენ.
გატაცება გუშინ მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ ოჯახის წევრებისთვის დღეს გახდა ცნობილი. ამ დროისათვის ახლობლებისთვის გატაცებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ერთ ერთი გატაცებულის, ბაჩანა კვირკვიას ძმა ამბობს, რომ მის ძმას გულის პრობლემები აქვს და წამლები თან არ აქვს. მისივე თქმით, ახალგაზრდები ჯართს გაჭირვების გამო აგროვებდნენ
გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომ ცემონ არ შუძლია, წალმებიც არ აქვს, ყველაფერი სახლში აქვს - ამბობს ბაჩანა კვირკვიას ძმა