"თავს თვლის უფრო სუსტად, ამიტომ პროცესზე წასვლა-არწასვლა მისი გადასაწყვეტი იქნება" | მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და სასამართლოზე დასწრების საკითხი მასზე იქნება დამოკიდებული.

"მისი ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო პროცესის მდგომარეობიდან, თვითონ თავს თვლის უფრო სუსტად, ამიტომ ხვალინდელი პროცესის წასვლა არ წასვლის საკითხი, მისი გადასაწყვეტი იქნება.

სახელმწიფო კონსილიუმის ნაწილი იყო ჩამოსული, კერძოდ იყვნენ ფსიქიატრები, ვისთან შეხვედრაზეც ბატონმა მიხეილმა უარი განაცხადა.

ჩვენთან ნეირორეაბილიტაცია, რაზეც ალტერნატიული კომისია აცხადებს, არ კეთდება, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ბატონი მიხეილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სასამართლოზე წარდგენა რომ შეძლოს.

წნევის პრობლემა იყო გუშინ, იმიტომ რომ აღელვებული იყო, დღეს ეს პრობლემა აღარ გვაქვს",-თქვა ნინო გოგორიშვლმა.

ხვალ, 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სისუსტის გამო ის ხვალინდელ პროცესს, დიდი ალბათობით, ვერ დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი