მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად დღეს გორში თანამებრძოლები ჩავლენ. სამეხდრო ჰოსპიტალში უკვე მივიდა "ნაციონალური მოძრობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე.
"რა თქმა უნდა, მინდა მოვინახულო, რა თქმა უნდა, რთული პერიოდია, 60 დღე რეალურად ადამიანი გისოსებს მიღმაა და რაც ხორციელდება მის მიმართ ყველასთვის უკვე გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პირადი ანგარიშსწორება", - თქვა ლევან ვარშალომიძემ.
ცნობისთვის, დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ დაესწრება. მის პოზიციას პროცესზე ადვოკატები გაახმოვანებენ.