ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შეიძლება, ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა ან ვიღაცისთვის იყოს უბრალოდ გარკვეული თანამდებობა, მაგრამ პირადად ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, თქვენც კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ მოგვანიჭა ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ, ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. შესაბამისად, უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას. ჩვენთვის მთავარია საქმე, საქმე და საქმე.
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.