"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის აზრით, ოპოზიციას, რომელსაც რევოლუცია "ვერ გამოსდის", შემდეგ შერიგებაზე არ უნდა ისაუბროს. მისი თქმით, "ოცნებამ" კანონი აღასრულა და გამოჩნდა ვინაა მხდალი.
"ქართული ოცნების ხელისუფლება უსუსურია, უუნაროა, ნიკონორ მელიას ვერ დააკავებდნენ, მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ აღსრულდა კანონი და გამოჩნდა ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს საქართველოში კანონებს. ამ სცენარის ავტორებს სურთ ეხლა, რომ გვესაუბრონ ჩვენ შერიგებაზე. თუ ვინმეს შერიგებაზე სურდა საუბარი, პირველი, ამ ფორმით არ ხდება დანაშაულის ჩადენის გზით საქართველოში ჩამოსვლა და რევოლუცია რომ ვერ გამოსდით, შემდგომ არ ხდება შერიგებაზე საუბარი, პირიქით, თუ ვინმეს რაიმე შერიგებაზე სურდა საუბარი ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, იმ 100 000-ობით მსხვერპლისა და დაზარალებულისთვის, რომელსაც ბოდიშსაც კი არ უხდიან", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ სანამ გვიან არაა, თუ გონს მოეგებიან და შერიგებაზე წავლენ, ეს პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.