
მარნეულში ხმაური იყო - ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა პროტესტის ფონზე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სხდომაზე პოსტერი "თავისუფლება მიშას" გაშალა და თქვა, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
მან პლაკატი სხდომის დარბაზში გააკრა რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გაღიზიანება მოჰყვა - "ასეთი საჩუქარი შენთვის შეინახე" - უთხრა მან დეპუტატს და ჩამოხეული პლაკატი ესროლა.
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და სამართლიანი არჩევნები. დღევანდელ სხდომას ვტოვებთ პროტესტის ნიშნით, ეს არის ჩვენი პოზიცია", - თქვა დეპუტატმა.
მოგვიანებით სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრმა დატოვა.