ხვალ, 3+3 ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

ხვალ, 10 დეკემბერს მოსკოვში ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის, 3+3 ფორმატის შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. ის ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი