
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - მმართველი გუნდიდან წასულების ახალი პარტია.
პარლამენტის ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა დღეს პარტიის პრეზენტაცია გამართა. პარტიის თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.
პარტიის წევრების თქმით, 2020 წლის არჩევნებში ისინი მონაწილეობას მიიღებენ როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციული სიით. ახალი პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გამორიცხავს
ჩვენ სრულფასოვნად მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას და ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, ჩვენ ძალიან მალე წარვადგენთ პროგრამას, ჩვენი გუნდის ახალ წევრებს. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყება ახალი და საინტერესო ეტაპი - ამბობს ბექა ნაცვცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის გარდა, ახალ პარტიაში გედევან ფოფხაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიდ კვაჭანტირაძე, მარაიმ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი იქნებიან გაწევრიანებული