ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა, შესაძლოა, დღეს აღარ გაიმართოს

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის საკითხზე განმეორებით კენჭისყრას ოპოზიციური პარტიები არ დაესწრებიან.

კენჭისყრაში მონაწილეობას მიღებას არც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი ვერ შედგება.

სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" თავმჯდომარის არჩევას მომდევნო კვირაში ეცდება და ამისთვის სხდომას უკვე მესამედ ჩანიშნავს.

ჩხოროწყუს საკრებულოში შესვენებისთვის გამოყოფილი დრო უკვე ამოიწურა, თუმცა მმართველ გუნდს სხდომა ჯერჯერობით არ განუახლებია.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო "საქართველოსთვის" წევრმა შოთა წურწუმიამ - 12,  ერთი ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.  თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი