"30 წელზე მეტია ვიცნობ, ვიცი რა ენერგია აქვს, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია" - ლევან ვარშალომიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მოინახულა. როგორც მან კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არასდროს უნახავს ისეთი დასუსტებული, როგორც დღესაა.

ლევან ვარშალომიძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მესამე პრეზიდენტი მხნედაა და ქვეყნისა და საკუთარი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"მიხეილ სააკაშვილს მე ვიცნობ 30 წელზე მეტია, ვიცი მისი ენერგია, ამ 30 წლის განმავლობაში როგორი იყო, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია. მართლაც სულ სხვა ადამიანია, რაც პირველად ვნახე, სისუსტე, მოძრაობის არარსებობა, შეიძლება ითქვას, ძირითადად ზის. მაგრამ რაც მთავარია, მხნედაა, ყველანაირად მიზანმიმართულია იმისთვის, რომ იცის თავისის გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის ის იბრძოლებს მუდმივად. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ის არის პირადი ანგარიშსწორების, პირადი პატიმარი ბიძინა ივანიშვილის. გამოსავალი რა თქმა უნდა არის ხალხი, საზოგადოება", - თქვა ლევან ვარშალომიძემ. 

მან აღინიშნა, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეს არასდროს არსად ტოვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი