"თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" - კალაძის ირონია ერიკა ოლსონზე 

გამოქვეყნდა:

ვა, არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო - კალაძის ირონია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის კრიტიკულ განცხადებაზე.

მერს დღეს ოლსონის თანამდებობა გაუკვირდა:  

"ვინ შეხვდა? ვინ არის ? ვისზე საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს რაღაცა? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? ვა, არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო". - ამბობს კახა კალაძე

 

საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა - აცხადებს ერიკა ოლსონი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი