
ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, სადაც თავმჯდომარის არჩევის საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
პირველი კენჭისყრით დღეს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ამისთვის 14 ხმა იყო საჭირო, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, "საქართველოსთვის" წევრმა შოთა წურწუმიამ - 12, ერთი ბიულეტინი კი ბათილი აღმოჩნდა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა ვინ, უცნობია.
უცნობია ამ დეპუტატების ვინაობა.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ყველაზე მეტი ხმების მიმღებ კანდიდატს ხელახლა უნდა უყარონ კენჭი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად განმეორებით კენჭისყრაში არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საჭირო ხმებს განმეორებით კენჭისყრაზეც ვერ მოაგროვებს, მუნიციპალიტეტში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.