ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს - წერეთლის პასუხი პროკურატურას

გამოქვეყნდა:

არც ვაღიარებ და არც ვინანიებ, იმიტომ, რომ რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო- ასე უპასუხა ავთანდილ წერეთელმა პროკურორის კითხვას, აღიარებს და ინანიებს თუ არა ჯაფარიძე-ხაზარიძესთვის ფულის მიცემას.

წერეთელმა დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ იზიარებს:

"შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა.

როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები - მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ”, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მოწმის სახით, დღევანდელ პროცესზე ბადრი ჯაფარიძე დაიკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი