მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ შეუზღუდეს

გამოქვეყნდა:

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ შეუზღუდეს. განცხადება ამის შესახებ ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბასილაიას თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ყალბი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო:

"დღევანდელ სასამართლოზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე სამგზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. მათ ეშინიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და არ ისაუბროს მაყურებელთან.

საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო და ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძვლზე უზღუდავენ მას უფლებებს." ამბობს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობის უფლებას პროკურატურა ისედაც არ აძლევს. ამის მიუხედავად, პენიტენციურმა 70 ლარიანი სამედიცინო ნივთის დაზიანების გამო მას სანქცია დააკისრა და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სატელეფონო ზარების უფლება 2 თვით შეუზღუდა, რომლითაც ისედაც ვერ სარგებლობდა მესამე პრეზიდენტი.  

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი