პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილს, ისედაც შეზღუდული სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვით შეუზღუდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს 2 თვით ტელეფონით სარგებლობის უფლება შეუზღუდეს - შესაბამისი დოკუმენტი მესამე პრეზიდენტის ადვოკატს მე-18 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ გადასცეს.

შოთა თუთბერიძის თქმით, დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია პატიმრობის კოდექსი და მის მიერ პენიტენციურისთვის მიყენებული ზიანი 70 ლარს შეადგენს, რის გამოც მას ეს სანქცია დაეკისრა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ისედაც ვერ სარგებლობდა, რადგან პროკურატურა ამის უფლებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, ბრეგაძის უწყება მესამე პრეზიდენტს სამედიცინო ნივთის დაზიანებას ედავება, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, იძულებით გადაყვანის დროს.

გუშინ, 7 დეკემბერს მესამე პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გლდანის ციხის წარმომადგენლები შევიდნენ და უთხრეს, რომ დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, რის გამოც გამოურთეს ტელევიზორი და შეუზღუდეს მნახველების მიღება.

ამ სადამსჯელო ღონისძიებას მესამე პრეზიდენტის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მან მედიკამენტების მიღებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პენიტენციურმა უკან დაიხია და მიხეილ სააკაშვილს მოუხსნეს დაწესებული შეზღუდვები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი