ავთანდილ წერეთელმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასმართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზი მოსამართლის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დრო დგებოდა.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ "ფულის გათეთრების" საქმეზე სამივე მოწმემ საკმაოდ ბევრი ისაუბრა და დაჩქარებულ რეჟიმში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა გაუგებარია. მისივე თქმით, პროკურატურას უკვე დიდი ხანია წინასწარ აქვს დაწერილი დასკვნა:
"ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი გამოკითხვებიდან ახალი ვერაფერი გაიგეთ. დასკვნითი სიტყვა მომზადებული გაქვთ? თქვენ დაწერეთ თუ გიკარნახეს", - მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს, რის შემდეგაც მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუ დარბაზში არ სურდა ყოფნა, შეეძლო პროცესი დაეტოვებინა.
"ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, კარგად ბრძანდებოდეთ! ეს არის ფალსიფიცირებული სასამართლო, გადაეცით თქვენს უფროსს ბიძინა ივანიშვილს" - მიმართა პროკურორებს ხაზარაძემ.
ხაზარაძის შემდეგ მალევე, სასამართლო დარბაზი დატოვეს ჯაფარიძემ და წერეთელმაც.
ამავე თემაზე:
აუცილებლად დაიჭერენ სამივეს, ვაპირებ დიპლომატიურ კორპუსს მივმართო - ვატო წერეთელი