"ტვ პირველის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამამისს, ავთანდილ წერეთელს დააპატიმრებენ. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
მისივე თქმით, ელოდება, რომ არა მარტო ავთანდილ წერეთელს, არამედ საქმეზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესაც პატიმრობაში გაუშვებს სასამართლო - აუცილებლად დაიჭერენ სამივეს და ეს იქნება ჩემს მიმართ პირადი შურისძიება - ამბობს წერეთელი "დღის სტუმრის" ეთერში:
დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დააპატიმრებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეხლა, რომ მომცეს პროკურატურამ საშუალება, რომ გავიყვანო და გააგრძელოს ამ ადამიანმა მკურნალობა და დაბრუნდეს.
დარწმუნებული ვარ 1000%-ით, პოლიტპატიმარი იქნება, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩემს მიმართ შურისძიება, ასე თუ ისე, მესმის ყოველთვის, ირიბი ხმები მოდის ჩემამდე, ჩემი ინფორმაციით, ვიცი, რომ დაიჭერენ. ხვალ უკვე ვეცდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს შევატყობინო ეს", - თქვა ვატო წერეთელმა.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში საქმის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. "ლელოს" ლიდერებმა ის პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ვატო წერეთელმა სასამართლოს დაწყებამდე დღეს განცხადება გააკეთა, რომ 4 დღეა პროკურატურისგან პასუხს ელოდება, აძლევენ თუ არა უფლებას ავთანდილ წერეთლის საზღვარგარეთ მკურნალობის კურსისთვის გაემგზავროს.