"თუ ჰგონია, უნდა იჯდეს, თითები იქნიოს და მედიამ დარცხვენილებმა ვისმინოთ, წარმოდგენა არ აქვს ცხოვრებაზე" | მედიის პასუხი კალაძის მუქარას

გამოქვეყნდა:

"კალაძეს თუ ჰგონია უნდა იჯდეს, თითები იქნიოს და მედიამ დარცხვენილებმა ვისმინოთ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ცხოვრებაზე" - ასე ეხმაურებიან მედიის წარმომადგენლები კახა კალაძის მიერ კრიტიკული მედიის მიმართ დღეს გამოთქმულ მუქარას. 

ამბობენ, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი დღეს საქართველოში მედიაა და მედიამენეჯერებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ადასტურებს, რომ "მედია ახლა ყველაზე მეტად უშლის ნერვებს "ქართულ ოცნებას".

განაცხდება თბილისის მერმა, დღეს მთვარობის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ თუ ასე გაგაძელდება, შესაბამის ზომებს მიიღებს. კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სანქციებს დააკისრებს დამოუკდიებელ მედიას, თუმცა სავარუდოა, რომ თბილსიის მერია, თეა წულუკიანის მსგავსად, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, კრიტიკულ მედიას საკუთარ ღონისძიებებზე აღარ დაპატიჟებს.

იხილეთ ასევე:

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი