"ეს არის ტიპური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც უკვე ღრმადაა შესული დეპოში", - ამბობს "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელმაც სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აინტერესებს სიმართლის დადგენა, რადგან განაჩენი წინასწარაა გამოტანილი.
ამ ქვეყანაში მე ყველანაირი მოლოდინი მაქვს. შეძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას მე პიროვნულად ვერ ვხედავ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ბრძოლა გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და თუ ახალი არ დავიწყეთ, ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა. დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მზადაა, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას არ აინტერესებს სიმართლის დადგენა, წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი. ეს არი ტიპური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც ამ ქვეყანას მიაქანებს კი არა, ღრმად ვართ შესული დეპოში... [სხდომა] დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან ამ პროცესს საქმე არ აქვს, საერთოდ არც აინტერესებთ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.