"ოცნებამ" ჩხოროწყუს საკრებულოში 2 დეპუტატის გადაბირება შეძლო - ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს საკრებულოში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირება შეძლო. ენმ-ს წევრების ინფორმაციით, ერთმა მათგანმა ხმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, "ოცნებიდან" წარდგენილ ჯუმბერ იზორიას მისცა, მეორემ კი ორივე კანდიდატი გადახაზა.

უცნობია ამ დეპუტატების ვინაობა. ენმ-ში ბრალს გახარიას თანაპარტიელებს სდებენ, "საქართველოსთვის" წევრები კი კატეგორიულად გამორიცხავენ რაიმე სახის გარიგებას "ოცნებასთან". 

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე დღეს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად ქართული ოცნების კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო პარტია "საქართველოდან" შოთა წურწუმიამ -12.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 14 ხმაა საჭირო.

ჩხოროწყუს საკრებულოში შემდეგი სხდომა ერთ კვირაში ჩატარდება. 

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საჭირო ხმებს განმეორებით კენჭისყრაზეც ვერ მოაგროვებს, მუნიციპალიტეტში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი