"არასწორად ფიქრობთ, რომ რამაზანოვი ვინმე ჩვენი ჯგუფის მიერაა გადამალული, ან წაყვანილი. მასკარადების დადგმა არ გვინდა" - ასე ეხმაურება დმანისის მერი კობა მურადაშვილი ენმ-ის გაუჩინარებული დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის საკითხს.
ჩვეთანაც იყვნენ გუშინ, შეამოწმეს ოთახები. დაიარეს სხვადასხვა ადგილას, სართულებზე ავიდნენ... ტყუილად, არასწორად ფიქრობთ, რომ რამაზანოვი ვინმე ჩვენი ჯგუფის მიერაა გადამალული ან წაყვანილი. არ უნდა მასკარადების დადგმა, გადმობრალებებს დაანებონ თავი. კეთილი ინებონ, დაემორჩილონ ხალხის ნებას, ისინი არიან არჩეული კანდიდატები, მოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე და მხარი დაუჭირონ ქართული ოცნების კანდიდანტს, - კობა მურადაშვილი
სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორის, აზერ ალიევის თქმით კი, ინფორმაცია, რომ დეპუტატი მასთან იმყოფება არასწორია და არც ის იცის, სად იმყოფება გაუჩინარებული დეპუტატი.