იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი - ნიკა გვარამია ტიკარაძეზე 

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრობიდან, ეკა ტიკარაძის გადადგომას ნიკა გვარამია "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს, რომ ტიკარაძის წასვლის მიზეზი ღარიბაშვილია:

"მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად.

ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - იმსახურებს.

ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.

იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.

где логика? где разум?" წერს ნიკა გვარამია

ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თავადვე გააკეთა და თქვა, რომ საქმიანობას პარტია "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი