ათასობით სოციალურად დაუცველის ფონზე, იმერეთში ქუჩების საახალწლო მორთულობაში რეკორდულად დიდი თანხა დაიხარჯება

გამოქვეყნდა:

ნახევარი მილიონი საახალწლო განათებაში - ათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის ფონზე, იმერეთის საზეიმო ხარჯების ბიუჯეტი შთამბეჭდავ მაჩვენებელს აღწევს. მხოლოდ 5 ქალაქში ჯამში მინიმუმ 500 ათასი ლარი იხარჯება ახალი წლის მორთულობებისა და წვეულებებისთვის.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს კვლავ არამიზნობრივად ხარჯავს მაშინ, როდესაც ხელოვნურად ამცირებს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას.

ტყიბულში საახალწლო დანახარჯმა 70 000 ლარი შეადგინა, სამტრედიაში ამ მიზნით 53 000 ლარი დაიხარჯება, საჩხერის მორთვისთვის 50 000 ლარს გამოყოფენ, ვანს საახალწლო წვეულებები 15 000 ლარი დაუჯდება, ქუთაისში კი საახალწლოდ - 306 500 ლარს გამოყოფენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი