საპატრიარქოს პოლიტიკური თამაშები - მღვდელმონაზონ ანდრია სარიას სკანდალური ინტერვიუ „მთავართან“

გამოქვეყნდა:

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას წერილი საპატრიარქოს სამდივნომ არ ჩაიბარა. მამა ანდრია სარია საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე რეაგირებას დახურულ ფორმატში ითხოვდა.

სკანდალური მიმოწერა სასულიერო პირმა გაასაჯაროვა. საპატრიარქოს შიგნით ომის ახალი ეტაპი დაიწყო. რატომ არ ისურვა საპატრიარქომ სინოდალურ სხდომას განეხილა ის პრობლემები, რომელზეც მეუფე პეტრე წლებია საუბრობს. საპატრიარქოს კარზე რომ ბევრი კანონდარღვევა ხდებოდა, მღვდელმთავარი ჯერ სინოდზე აჟღერებდა, თუმცა იმის გამო, რომ წმინდა სინოდს ნულოვანი რეაგირება ჰქონდა, იძულებული იყო ღიად მედიით ესაუბრა.

მამა ანდრია დღეს აღარ მალავს, რომ პატრიარქის სამდივნოში არიან ძალები, რომლებიც ილია მეორეს საბოლოოდ სწირავენ და მის ავტორიტეტს ანადგურებენ. პარალელურად კი, სასულიერო პირი იმ ომზე აკეთებს აქცენტს, რომელიც საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდება.

„მთავარი არხისთვის“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მამა ანდრია სარია საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაში ამხელს. მღვდელმონაზონი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს, როდესაც სასულიერო სემინარიის და აკადემიის სტუდენტები საპატრიარქოში დაიბარეს და უთხრეს, რომ მაშინდელი ოპოზიციის სასარგებლოდ დამკვირვებლად უნდა ემუშავათ, კენჭს ლევან გაჩეჩილაძე იყრიდა. 13 წლის შემდეგ სასულიერო პირი აღარ მალავს რომ მაშინ ილია მეორეს გავლენიანი სამდივნო რუსულ თამაშში იღებდა მონაწილეობას.

საპატრიარქოს შიგნით წერილების ომი ახალ ეტაპზე გადადის. არსებობს კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაშინ შეიქმნა, ვიდრე მამა ანდრია სარიას მღვდლობას შეუჩერებდნენ. ეს ჩანაწერი ქურდული სამყაროს წევრებს შორის გარჩევას უფრო ჰგავს, ვიდრე  სასულიერო პირების საუბარს.

სკანდალური აუდიო შორენა თეთრუაშვილის ოთახში ინახება, როდის გაასაჯაროებენ დახურული შეხვედრის ჩანაწერს უცნობია, 18 დეკემბრის შეხვედრაში მთავარი მსაჯული მოსაყდრე შიო და კიდევ ორი მღვდელმთავარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი