"აქ ისტორია გადაწერეს" | წარწერა განათლების სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

"აქ ისტორია გადაწერეს" - ეს წარწერა პარტია "დროას" წევრებმა განათლების სამინისტროსთან გააკეთეს. ამით ისინი ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში ფაქტების დამახინჯებით შეტანას გამოეხმაურნენ.

შეგახსენებთ, მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო - "დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?" - შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.

ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია "ვარდების რევოლუციის" მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი