"ბოლოს რომ ვნახე, მეუბნებოდა მიშველეთ, ვფიქრობ მიაღწევენ რისი მიღწევაც უნდათ" - რამაზანოვს ისევ ეძებენ

გამოქვეყნდა:

შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" კიდევ ერთ საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას, რამდენიმე სააათში გაირკვევა - დმანისში ამ დრომდე ეძებენ გაუჩინარებულ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ რამიზ რამაზანოვს.

თუ ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციის ბოიკოტს გამოეთიშა და დღეს საკრებულოს სხდომას დაესწრო, მმართველი გუნდი დამატებით ერთი ხმის ოპოვებას შეძლებს საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად და ამით ხელახალ არჩევნებსაც აიცილებს. 

"ჩვენი ინფორმაციით, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იმყოფება იზოლაციაში. არ აძლევენ საშუალებას ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლის. უნდათ მიიყვანონ სხდომაზე, ვინაიდან შედგეს საკრებულოს სხდომა და ახალი არჩევნები არ დაინიშნოს, შესაბამისად, აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" ჩვენი მაჟორიტარის ხელით. 

დაშინებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მიიყვანენ და მიაღწევენ იმას, რისი მიღწევაც უნდათ, ვინაიდან, მე ბოლოს რომ ვნახე რამაზანოვი მეუბნებოდა, რომ მიშველეთ, შენი საქმე ივანიშვილამდეა მისული და ხვალიდან იქნები ციხეში თუ სხდომაზე არ მოხვალ", - ამბობს საკრებულოს წერვი, ლევან მოსაშვილი.

ცნობისთვის, რამაზანოვი უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია, არსებული ინფორმაციით, ის ნათესვთან იმყოფება, თუმცა არ ოჯახს და არც თანაგუნდელებს ზუსტ ადგილსამყოფელს არ ეუბნება. 

ოპოზიცია ამბობს, რომ რამაზანოვი უცნობმა პირებმა სკოლდიან წაიყვანეს, ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი