ხშირად ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება - კუჭავა ტიკარაძის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.

კუჭავა ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია "ჭორაობაა".

"გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. ხშირად, როდესაც ფორმატებში ვიკრიბებოდით ჩვენ, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება. გადადგომებზე, არა მხოლოდ ტიკარაძის, ნებისმიერი მინისტრის და ასე შემდეგ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, როდესაც ხდება ეს ფაქტი, შემდეგ ამბობენ "ხომ ვამბობდითო". რას ვამბობდით, სამი წელი იყო ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი, სამი წლის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ", - თქვა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თქვა, რომ მუშაობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი