
გაგრძელდება თუ არა ცვლილებები "ქართული ოცნების" გუნდში და ვინ იქნება შემდეგი, ვინც მინისტრის თანამდებობას დატოვებს - არსებული ვერსიით, ერთ-ერთი ვისი წასვლაც განიხილება, შეიძლება, დავით ზალკალიანი იყოს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ამ კითხვას არ უპასუხა. "არ ვიცი" - უთხრა მან ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით.
ოპოზიცია და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის გადაწყვეტილებას თავად არ მიიღებდა და ამის უკან შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იდგეს.