"ამას არ დავუშვებთ! გაუსაძლისი იქნება ჩვენი ცხოვრება" | წყალტუბოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მოსახლეობა მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის რამდენიმე ჰექტარი ტერიტორიის გამოყოფა იგეგმება, რის გამოც 7 სოფელი საძოვრების გარეშე დარჩება.

წყალტუბოში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ჯამში 16 მუნიციპალიტეტისა და 400-მდე სოფლის ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.

"ეს ჩვენთვის არის საარსებო წყარო. ამ სახელმწიფოში ხალხს ისედაც მოუსპეს საარსებო წყარო ყველანაირად, ხალხი აქციეს მოსიარულე ფიტულებად, ცარიელი ჯიბეებით და ცარიელი კუჭით. აქ თავს ვირჩენთ მესაქონლეობით, ამასაც თუ გვართმევენ, რით ვიცოცხლოთ? რით ვიარსებოთ? ამას არავინ დაუშვებს, იმიტომ რომ ჩვენ შეგვჭამს მწერები, მღრღნელები, ქვეწარმავლები... ეკოლოგიურად გვისპობენ ჰაერს", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციაზე იმყოფება პოლიტიკოსი გოგი წულაიაც:

"არჩევნების წინა ადამიანებს პირდებოდნენ, შევქმნით ისეთ პირობებს, რომ დოვლათი დააგროვოთო, დოვლათის მაგივრად ნაგავს აგროვებინებენ. აი, ეს არის ეს ხელისუფლება. ერთხელ უკვე წაიტეხა კისერი, როდესაც შეხვდა ჭოგრანში წინააღმდეგობას ასეთი ნაგავსაყრელის აშენებაზე, ახლა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამათ დაჩაგრავენ. ეს არის დეგენერატი ხელისუფლება, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე მოუშალონ ხალხს ნერვები", - თქვა გოგი წულაიამ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი