
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია - ამტკიცებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, ამჟმად კი მთავრობა მეორე სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც "ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს".