2021 წელს ომბუდსმენმა სავარაუდო დისკრიმინაციის 141 ფაქტი შეისწავლა - ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ მდგომარეობა კვლავ კრიტიკული იყო.

"სამწუხაროდ, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წარმომადგენლების თუ არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა არც ამ წელს გაუმჯობესებულა", - აღნიშნულია ანგარიშში. 

ჯამში, 2021 წელს, სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 141 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან:

  • ყველაზე მეტი - 27% განსხვავებული ანდა პოლიტიკური შეხედულების სავარაუდო დისკრიმინაციას შემთხვევებს შეეხებოდა;
  • სქესის/გენდერის ნიშნით - 17%;
  • შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით - 12%;
  • სოგი-ს ნიშნით - 9%;
  • ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით - 8%;
  • რელიგიის ნიშნით - 4%;
  • სხვა ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე კი განმცხადებელთა 23% მიუთითებდა. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი