
ზუგდიდის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს წალენჯიხასა და სენაკში მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომის დაწყებიდან მალევე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრაქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სია წარადგინა. მათ სხვა პროცედურული საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე მეორედ ჩაიშალა.