რამაზანოვი გამთენიისას მერიის შენობაში, უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა - მოსეშვილი დმანისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

დმანისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, რამაზანოვი მერიაში პოლიციამ დღეს ჩუმად შეიყვანა და მისი ახალი თანამდებობაც მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამართლების მცდელობაა: 

"რამიზ რამაზანოვი ჩვენი ინფორმაციით, გამთენიისას მერიის შენობაში, უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა. ეს გადაწყვეტილება რომ ფორმალურად დანიშნეს, თუ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ამით უნდათ, რომ გაამართლონ ის ქმედება, ზეწოლა და ამ ადამიანის გაუბედურება, თითქოს თავისი ნებით დათანხმდა" ამბობს ლევან მოსეშვილი.

რამაზანოვი 3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე მივიდა, ყველანაირი ზეწოლა უარყო, დატოვა ნაციონალური მოძრაობა და აირჩიეს დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 

ამავე თემაზე:

ეს თანამდებობა გათვალისწინებული გვქონდა ოპოზიციისთვის, ბატონმა რამიზმა გადმოდგა ეს ნაბიჯი - დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი