"15 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი... დარწმუნებული ვარ, იქნება განცხადებები ევროპარლამენტარების მხრიდან" | თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ მოინახულა. ოპოზიციონერი ლიდერი დღეს ბრიუსელიდან დაბრუნდა და მან მესამე პრეზიდნეტს  საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები გააცნო. 

თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორები საკუთარ კრიტიკულ პოზიციებს 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გააჟღერებენ.

თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან თქვა ისიც, რომ დეკემბრიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

ენმ-ის წევრმა მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს. 

"სამედიცინო კვალიფიკაცია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს რამდენად სუსტად არის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმ ძალიან მცირე სივრცეშიც კი, სადაც ახლა იმყოფება, უჭირს გადაადგილება და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. სავარაუდოდ, მას აქვს თავბრუსხვევა, ან მსგავსი ნერვოლოგიული პრობლემა. 

15 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც იქნებიან: საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, სხვადსხვა ევროპარლამენტარების მხრიდან იქნება განცხადებები. მაგრამ, სამწუხაროდ ეს განცხადბები არ არის იმ შინაარსის, რომელიც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ეს არის იმედგაცრუება, მათ შორის აშშ-ც ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც არის ამ ყველაფრის ნაწილი", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ხვდება. დღის ბოლომდე დაგეგმილია პირადი ექიმის ვიზიტიც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი