
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უკრაინაში სანქციების ამოქმედებას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება.
ამბობს, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც ჩართულია კლანურ მმართველობაში, სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ამერიკამ მსგავსი გადაწყვეტლება საქართველოს წინააღმდეგაც მიიღოს.
ეს შეიძლება ეს სწორედ ის პრეცენდენტია, რომელზე დაყრდნობითაც ყველა მოსამართლე რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ჩართულია სასამართლოს კლანურ მმართველობაში, ასევე მოხდეს სანქცირებულთა სიაში. ამიტომ მთავარი გზავნილი ამ მოსამართლეებისთვისაა, რომელიც დღეს კლანის სახელით მოქმედებს და კლანის წევრები არიან, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდრ ტუპიცკის სანქციები დაუწესა. ტუპიცკი სანქციების სიაში მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო კერძოდ კი, უკრაინის სასამართლო სისტემაში მუშაობისას ქრთამის აღების გამო მოხვდა. სანქცია დაეკისრა მოსამართლის ცოლს, ოლგა ტუპიცკაიასაც.
ასევე იხილეთ: