საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რომ რეფორმები კვლავ გაგრძელდეს - დეგნანი

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ

"ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სურთ, რომ რეფორმები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, კვლავ გაგრძელდეს.

ჩვენ ვნახეთ გარკვეული შთამბეჭდავი პროგრესი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის პერიოდში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ის გაგრძელდეს, ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა ითხოვა რეკომენდაციები ოდირისგან, ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებისგან და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის, არის ის, რომ საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები საქართველოს საუკეთესი ინტერესებშია." ამბობს კელი დეგნანი

ოპოზიციის წერილი შარლ მიშელს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი