
დამშვიდობება სამთავრობო გუნდთან ტრადიციული რევერანსებისა და მადლობების გარეშე - ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის სავარძელი 3-წლიანი მუშაობის შემდეგ დათმო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებამ ბოლო პერიოდში პიკს მიაღწია, ტიკარაძის განცხადება გადადგომის შესახებ, გუნდისთვის მაინც მოულოდნელი იყო.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების მართვის საკითხებთან შეუთანხმებლობის გამო, პირველი ღია კონფლიქტი უკვე ყოფილ მინისტრსა და პრემიერს შორის, ჯერ კიდევ აგვისტოში მოხდა.
მას შემდეგ ივანიშვილის ფავორიტი მინისტრების აზრები არაერთხელ გაიყო. წერტილი ღარიბაშვილ- ტიკარაძის ურთიერთობაში კი უვადო "მწვანე პასპორტებმა" დასვა, რასაც საბოლოდ ტიკარაძის პოსტი შეეწირა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი