"ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ | უპრეცედენტო ზეწოლით მოპოვებული უმრავლესობა საკრებულოებში

გამოქვეყნდა:

"ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ - უპრეცედენტო ძალადობისა და ზეწოლის შედეგად მოპოვებული უმრავლესობა საკრებულოებში. 

დმანისის მუნიციპალიტეტში ქვორუმი მუქარის შედეგად, შეიკრიბა. სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ, რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ის სხდომის დაწყებამდე სამი წუთით ადრე დარბაზში მერის კაბინეტიდან შეიყვანეს.

რამაზანოვი ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, დღეიდან კი საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. ის ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტს გაემიჯნა და საკრებულოს საკვანძო თანამდებობაზე წარდგენილ სახელისუფლებო პარტიის ყველა კანდიდატს დღეს მხარი დაუჭირა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი