
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ რუსეთი აშშ-სა და მსოფლიოს შეპირდა, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციას აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა "1+1"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ეს მნიშვნელოვანი შედეგია.
"მესიჯი, რომელიც მივიღე აშშ-ის პრეზიდენტისგან, იყო რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიებთან დაკავშირებით ესკალაციის გაგრძელებას აღარ აპირებს. ჩვენ კომპრომისებზე არ გვისაუბრია, ვილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე, რომ აშშ-ის დამსახურებით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ერთი მოლაპარაკების სივრცე გაგვიჩნდეს" - ამბობს ზელენსკი.