"ოცნება" ლოიალურია პრორუსული ჯგუფების მიმართ და წარმოადგენენ ერთ მთლიანობას | NGO-ები "ალტ-ინფოზე"

გამოქვეყნდა:

ვინ აფინანსებს პრორუსულ კრემლისტურ პარტიას და რა პოლიტიკური ხედვა აქვთ მათ - არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად პრორუსული პარტიის, "ალტ-ინფოს" აკრძალვის გზებს ეძებენ. მესამე სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ღიად პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური დაჯგუფებების სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებსა და ფინანსურ კავშირებს შეისწავლის. 

მათი განცხადებით, საქართველოში ანტიდასავლური, პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ასევე ამბობენ, რომ 5 ივლისს ძალადობისკენ მოწოდებებისა და საჯარო განცხადებების მიუხედავად, გამოძიებას "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელების მიმართ დევნა არ დაუწყია.

"ქართული ოცნება" ლოიალურია ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მიმართ და წარმოადგენენ ერთ მთლიანობას, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ის საკანონმდებლო საშუალება, რომლითაც შესაძლებელია პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა და იმ საფრთხის არიდება, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან", - ამბობს პლატფორმა 20/20-ის პროგრამების დირექტორი, ლაშა ფარულავა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციაში ამბობენ, რომ "ალტ-ინფოს" მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები დასავლეთი და მეტი რუსეთი იყოს. 

"ჩვენ გვყავდა სხვა პრორუსული ჯგუფებიც, თუმცა ასე ღიად და დაუფარავად არ აკეთებდნენ განცხადებებს რომ რუსული ბაზები უნდა განთავსდეს ამ ქვეყანაში და აფხაზეთის დაბრუნება თუ გვსურს,ე ს არის ნატოსა და დასავლეთზე უარის თქმა", - ამბობს დავით ნაროუშვილი. 

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით არასამთავრობოებმა პარლამენტს წერილობით უკვე მიმართეს. 

შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, "ალტ-ინფომ", პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა“ - შექმნის შესახებ 2021 წლის 20 ნოემბერს განაცხადა. თავდაპირველად საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა, თუმცა 7 დეკემბერს ის ოფიციალურად დაარეგისტრირა.

იხილეთ ასევე:

შეისწავლეთ "ალტ-ინფოს" სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და ფინანსური კავშირები - NGO-ები პარლამენტს მიმართავენ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი