
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბუბა კიკაბიძემ მოინახულა. ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.
ბუბა კიკაბიძის თქმით, უკრაინის გარდა, პოლონეთმაც გამოთქა მზადყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღოს.
"არ არის გატეხილი, მთავარი ეს არის. ვილაპარაკეთ ზელენსკი როგორც შემხვდა, რაზე ვისაუბრეთ, ყველაფერი მოვუყევი. შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანო, თორემ მოკლავენ-მეთქი აი, ეგ ვუთხარი. დღესვე დავიწყებ რეკვასო [ზელენსკიმ]. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, მერე ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცითო, ჩვენ მოვარჩენთ და ჩვენ მივხედავთო", - თქვა ბუბა კიკაბიძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმყოფება.