შედგება თუ არა პოლიტიკური დიალოგი პრეზიდენტის შუამავლობით - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

შედგება თუ არა პრეზიდენტის შუამავლობით პოლიტიკური დიალოგი - ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი გულწრფელობის არ სჯერათ, თუმცა მზად არიან, ნებისმიერი ფორმატის დიალოგში მიიღონ მონაწილეობა, რაც ქვეყანას მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავარი საკითხები, რის გარშემოც ყველა მხარე უნდა გაერთიანდეს, პოლარიზაციის, ოპონენტებთან სიძულვილის ენით საუბრისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაა.

"ჩვენ მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რასაც ჰქვია მხარეების დაახლოება. მოსანანიებელი ყველას ბევრი აქვს, მათ შორის, "ქართულ ოცნებას" უამრავი რამ აქვს მოსანანიებელი.ახლა უნდა ვისაუბროთ, როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. აქ რამდენიმე საკითხი უნდა იყოს, რომლის ირგვლივ, ყველა უნდა გავერთიანდეთ: ეს არის პოლარიზაციისა და სიძულვილის ენით პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბრის დასრულება, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ შეწყალებაზე უფრო ჰუმანური აქტი არ არსებობს და თუკი პრეზიდენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, "საყოველთაო შერიგების პროცესს იმდენად შეეხიდება, რომ ამის წარმოდგენაც კი რთულია".

საყოველთაო შერიგებისკენ მოწოდებებს მიესალმებიან ოპოზიციის სხვა წევრებიც, თუმცა ამბობენ, რომ ახალ მთავარი მნიშვნელობა რეალურ ნაბიჯებს ენიჭება.

იხილეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საყოველთაო შერიგებაზე:

"ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს არჩევნებისა და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას" | ზურაბიშვილის მიმართვა დემოკრატიის სამიტზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი